დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ქარიშხლის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა
დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ქარიშხლის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ქარიშხალ „მაიკლის“ შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა.

აშშ-ის პრეზიენტის თქმით, დაზარალებულების საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა ამჟამად მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

დონალდ ტრამპი საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა და მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სასმელი წყალი დაურიგა.

ქარიშხალ „მაიკლს“ ოთხ შტატში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.