დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის, პულიტცერის ნაცვლად, ნობელის პრემიის ჩამორთმევა მოითხოვა
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის, პულიტცერის ნაცვლად, ნობელის პრემიის ჩამორთმევა მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის, პულიტცერის ნაცვლად, ნობელის პრემიის ჩამორთმევა მოითხოვა.

შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა.

„როდის უნდა დააბრუნონ ნობელის პრემიები იმ „რეპორტიორებმა“, რომლებმაც ჯილდო რუსეთის თემაზე მუშაობის გამო მიიღეს და სინამდვილეში მათი რეპორტაჟები არასწორი გამოდგა, რათა შემდეგ ეს ჯილდო ნამდვილ ჟურნალისტებს გადაეცეს. მე შემიძლია, ნობელის კომიტეტს ასეთი ჟურნალისტების ფართო სია გადავცე. როდის უნდა მოითხოვოს ნობელის კომიტეტმა ამ ჯილდოების დაბრუნება, რომლებიც თაღლითობით მიიღეს?! რეპორტიორებმა და ყალბმა მედიამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. მათ სასამართლოში უნდა უჩივლონ, მათ შორის, ყალბი ამბების ორგანიზაციებს. მივმართავ ყველა იურისტს, მოკიდებთ ხელს ამ საქმეს?! როდის უნდა იმოქმედოს ნობელის კომიტეტმა?! სჯობს ეს სწრაფად გააკეთონ!“ – წერს ტრამპი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემია ჟურნალისტიკაში არ გაიცემა. როგორც ამერიკული მედია წერს, პრეზიდენტს პულიტცერისა და ნობელის პრემიები ერთმანეთში აერია. აღსანიშნავია, რომ ტრამპის „ტვიტერის“ გვერდზე თავად სიტყვა „ნობელი“ მორფოლოგიური შეცდომებით წერია.

დატოვე კომენტარი