დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა

11:12, 29.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენსმა წერილი ირანელ მაღალჩინოსანს, მოჰსენ რეზაის გაუგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტს მოლაპარაკებების განახლება დაავალა, თუმცა აღნიშნა, რომ ვენსს თეირანთან კონტაქტის დამყარების უფლება მისცა. მისი თქმით, ირანელებს მედიკამენტებსა და სხვადასხვა საკითხში დახმარება სჭირდებათ.

„მკითხა, რას ვფიქრობდი ამაზე. ვუთხარი: თუ გინდა, გააკეთე, პრობლემა არ არის. არსებითად, საუბარია დახმარების მიწოდებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაჭირვებაში არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის მომზადება დასჭირდებათ. პენტაგონის მონაცემებით, ირანში ომის წარმოებაზე ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დღემდე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს.

მსგავსი