დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით კორონავირუსთან და ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით კორონავირუსთან და ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

„კოვიდ-19“-ის ეპიდემია და ბირთვული შეიარაღების საკითხები განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯუდ დეერეს განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კორონავირუსული ეპიდემიის დამარცხების ძალისხმევა განიხილეს, რომლის პარალელურად გლობალური ეკონომიკის გახსნა უნდა მოხდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის, რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიარაღებაში სამმხრივი შეჯიბრი თავიდან იქნება აცილებული.

აშშ-ის პრეზიდენტი ვენაში დაგეგმილი შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევას იმედოვნებს.

როგორც „როიტერი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ტრამპისა და პუტინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა გამოთქვეს ორმხრივი სურვილი, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის განვითარდეს ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთქმედება.