დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის გახსნა განიხილეს
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის გახსნა განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის გახსნა განიხილეს.

დაუნინგ სტრიტის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე პროცესი ახალ ეტაპზე გადადის.

„ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია და არსებობს შეთანხმება სრუტის გახსნაზე, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე – კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის გზის მოძიებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საზღვაო გადაადგილების სწრაფად აღსადგენად.

„ლიდერებმა განიხილეს პრაქტიკული გეგმის საჭიროება, რათა გადაზიდვები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციას უახლოეს მომავალშიც გააგრძელებენ.