დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადადო
დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადადო

დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება გადადო. როგორც აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის ლიდერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შესაბამისი ზომების მიღება 90 დღით გადაიდო.

გადაწყვეტილება დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელიც ბუენოს აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მოლაპარაკებები 2,5 საათი გრძელდებოდა.

თავდაპირველად ტარიფების გაზრდა პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. კერძოდ, აშშ აპირებდა 2,5-ჯერ გაეზარდა ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკების თანახმად, მხარეები ეცდებიან, 90 დღეში ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმონ. თუ ეს ვერ მოხერხდება, ახალი ტარიფები ძალაში ავტომატურად შევა.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპის ინიციტივით, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფი აამოქმედა. საპასუხო ზომები მიიღო პეკინმაც. აშშ ჩინეთს პროტექციონიზმში, ჩინური საწარმოების უსამართლო სუბსიდირებასა და ტექნოლოგიების მოპარვაში სდებს ბრალს. პეკინი ბრალდებას უარყოფს.