დონალდ ტრამპმა აშშ-ში ძეგლებისა და მონუმენტების დაცვის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა აშშ-ში ძეგლებისა და მონუმენტების დაცვის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ძეგლებისა და მონუმენტების დაცვის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ხელი მოვაწერე ძალიან ძლიერ ბრძანებას ჩვენი მონუმენტებისა და ძეგლების დაცვის შესახებ. ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ ჩვენი დიდებული ქვეყნის წინააღმდეგ უკანონობის ჩამდენ პირებს“, – წერს დონალდ ტრამპი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 მაისს პოლიციის მიერ აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც პროტესტის ნიშნად ქვეყნის მაშტაბით არაერთი ძეგლი დააზიანეს.

დატოვე კომენტარი