დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა – „ყალბი ამბების „სიენენი“ და წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ შეურაცხყოფისთვის გაერთიანდნენ“

09:31, 25.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანზე ავიაიერიშის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო გააკრიტიკა.

„ყალბი ამბების „სიენენი“ და წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო იერიშის შეურაცხყოფის მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! როგორც „თაიმსი“, ასევე „სიენენი“ საზოგადოების მხრიდან მკაცრ კრიტიკას მიიღებენ!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა დაზვერვის ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, წინასწარი შეფასების მიხედვით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახიოს უკან. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა „სიენენის“ ინფორმაციას „სრულიად მცდარი“ უწოდა, თუმცა დაზვერვის ანგარიშის არსებობა დაადასტურა.

მსგავსი