დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებების დაწყებამდე, ზელენსკიმ ტრამპს განუცხადა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის“.

შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ასევე ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდში არიან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცია, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ოთახის დატოვება სთხოვეს.