დონალდ ტრამპის ვაჟმა დოპინგთამაშების ჩატარება დააფინანსა #1TVSPORT
WASHINGTON, DC - JANUARY 20: Ivanka Trump and Donald Trump Jr. arrive for the inauguration of U.S. President-elect Donald Trump in the Rotunda of the U.S. Capitol on January 20, 2025 in Washington, DC. Donald Trump takes office for his second term as the 47th president of the United States. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა დააფინანსა სპორტული ღონისძიება Enhanced Games-ი.
თამაშების პრესრელიზში ერთ-ერთ სპონსორად მითითებულია კომპანია 1789 Capital-ი, რომელიც დონალდ ტრამპი-უმცროსს ეკუთვნის.
Enhanced Games-ი არის ავსტრალიელი ბიზნესმენისა და ექიმის, აარონ დ’სუზას იდეა, რომელიც რამდენიმე წელია, ცდილობს შექმნას ოლიმპიური თამაშების ანალოგი, ოღონდ დოპინგის გამოყენების ნებართვით.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) არაერთხელ გააკრიტიკეს დ’სუზა და მისი იდეა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სებასტიან კოუმ ყველას, ვინც ამ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, ჯამბაზები და იდიოტები უწოდა.
პრესაში, უკვე დიდი ხანია, Enhanced Games-ი მონათლეს დოპინგთამაშებად. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 1500-მა სპორტსმენმა გამოთქვა ინტერესი. თუმცა მათ შორის მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები არ არიან.
ახლა, როცა თამაშებს აფინანსებს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, მისი შტატებში ჩატარება 2026 წელს შეუძლებლად აღარ მოჩანს, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები.
Enhanced Games-ზე შესაძლებელი იქნება იმ პრეპარატების გამოყენება, რომელიც აკრძალულია WADA-ს მიერ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ასევე ხვდება აკრძალვის ქვეშ აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად. ბოლო ვერსიის მიხედვით, პრეპარატების საბოლოო სიას დაამტკიცებს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილება.