დონალდ ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინს აშშ-ში შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებამდე არ შეხვდება
დონალდ ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინს აშშ-ში შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებამდე არ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებამდე არ გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ისტორიული სამიტის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეხვედრის ოთხ შესაძლო მდებარეობას განიხილავენ.

სამიტის გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულზე, მაიკ პომპეოს სტუმრობის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი კიმ ჩენ ინს შეხვდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში შედგა. სამიტზე მხარეები კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.