დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს.

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან მუშაობენ კიბერთავდასხმის წყაროს დასადგენად. ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე არ დამუქრებია, რადგან ასეთი მონაცემები არ ინახება ვებპორტალზე.

ამჟამად ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

დატოვე კომენტარი