დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჩინეთის ლიდერი სტალინს შეადარა
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჩინეთის ლიდერი სტალინს შეადარა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობარიენმა ​ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სტალინს შეადარა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია არის მარქსისტ-ლენინისტური. პარტიის გენერალურ მდივან სი ძინპინს საკუთარი თავი სტალინის შემცვლელად მიაჩნია“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

ამავე გამოსვლაში რობერტ ობრაიენმა გააკრიტიკა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტია. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, „აშშ-ის პოლიტიკურმა პარტიებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს საფრთხე, რომელიც ჩინეთიდან უკვე ათწლეულებია, მოდის და ვერ დაინახეს, რომ ჩინეთის მთავრობის ამოცანა სამყაროს მათი სასურველი მიმართულებით გარდაქმნაა“.

ტრამპის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ამერიკელი ექსპერტები შეცდნენ, როდესაც იფიქრეს, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარება მის დემოკრატიზაციას გამოიწვევდა.

„ეს შეცდომითი გათვლა იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი ჩავარდნა 1930 წლიდან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.