დონალდ ტრამპის მრჩეველი - აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს, თუ ჩათვლის, რომ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას ზღუდავს
დონალდ ტრამპის მრჩეველი - აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს, თუ ჩათვლის, რომ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას ზღუდავს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ჩათვლის, რომ პეკინი ჰონგ კონგის ავტონომიას ზღუდავს, – ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა ტელეკომპანია „ენბისის“ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შეინარჩუნოს ჰონგ კონგმა აზიის ფინანსური ცენტრის სტატუსი.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, თუ როგორ უნდა დარჩნენ ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები ჰონგ კონგში. მათი იქ ყოფნის მთავარი მიზეზები კანონის უზენაესობის პრინციპის დაცულობა და ბიზნესის თავისუფლებაა. ჰონგ კონგში იყოს კაპიტალისტური სისტემა, იყო დემოკრატია და ადგილობრივი საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები. თუ ეს ყველაფერი გაქრება, მაშინ არ ვიცი, როგორ უნდა დარჩნენ კომპანიები ჰონგ კონგში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისივე თქმით, „ჩინეთს სჭირდება სხვა ქვეყნების კაპიტალი ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ ამ კაპიტალთან წვდომის შეზღუდვა ჩინეთისთვის დიდი დარტყმა იქნება“.