დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში დღეს დასკვნითი კენჭისყრა გაიმართება
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში დღეს დასკვნითი კენჭისყრა გაიმართება

აშშ-ის სენატში დღეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში დასკვნითი კენჭისყრა გაიმართება. ხმის მიცემა 5 თებერვალს ადგილობრივი დროით დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

როგორც მოსალოდნელია, სენატი დონალდ ტრამპს უდანაშაულოდ ცნობს, რადგან კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ ფლობენ.

როგორც ამერიკული მედია წერს, სენატში უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკელებიდან“ არც ერთი არ აპირებს, ხმა პრეზიდენტის გადაყენებას მისცეს.

აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში აქვს ბრალი წაყენებული.