დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მემუარების გამოქვეყნებისთვის შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მემუარების გამოქვეყნებისთვის შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შესაძლოა, წიგნის გამოცემის გამო უჩივლოს. ადმინისტრაცია წიგნის არსებული ფორმით გამოქვეყნებას ეწინააღმდეგება. როგორც „ეიბისი ნიუსი“ იუწყება, ადმინისტრაცია საჩივარს უკვე მომდევნო დღეებში წარადგენს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამ წიგნის გამოცემის შემთხვევაში, ბოლტონი კანონს დაარღვევს.

„მე ჩემი, როგორც პრეზიდენტის, ყველა დიალოგს საიდუმლოდ მივიჩნევ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლტონი წიგნის გამოქვეყნებით კანონს დაარღვევს. ამ შემთხვევაში, მას სამართლებრივი პრობლემები შეექმნება და სასამართლოს წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა

როგორც თავად ავტორი, ჯონ ბოლტონი წერს, წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი. დონალდ ტრამპმა ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა. წიგნის აღწერაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების გარდა, არაფერი აინტერესებდა, თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და დასუსტების ხარჯზე.