დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრეპარატ „რემდესივირის“ დიდ მარაგს შეიძენს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრეპარატ „რემდესივირის“ დიდ მარაგს შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრეპარატ „რემდესივირის“ დიდ მარაგს შეიძენს. აღნიშნული მედიკამენტი აშშ-ში პირველი დამტკიცებული ეფექტიანი პრეპარატია „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ. მას კომპანია „გილეადი“ აწარმოებს.

როგორც აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში „რემდესივირის“ მიწოდება უზრუნველყო.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „გილეადისგან“ „რემდესივირის“ 500 ათასი დოზის შეძენის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძენს „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ასევე აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია არაჩვეულებრივ შეთანხმებას იმისთვის, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ წვდომა პირველ ავტორიზებულ წამალზე „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ გვსურს, რომ ნებისმიერმა ამერიკელმა პაციენტმა, რომელსაც სჭირდება „რემდესივირი“, შეძლოს მისი მიღება. ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი გაიგოს „კოვიდ-19“-ის სამკურნალო სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ​პრეპარატების შესახებ და ამერიკელი ხალხისთვის უზრუნველყოს აღნიშნულ მედიკამენტებზე წვდომა“, – განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა.