დონალდ ტრამპი – ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი შემცირებულია, თუმცა აშშ-ს საკმარისი შეიარაღება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი „უფრო შეზღუდულია“, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს კვლავ აქვს საკმარისი რაოდენობის სხვა ტიპის შეიარაღება საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის გასაგრძელებლად.
„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი, ფაქტობრივად შეუზღუდავი მარაგი. გვაქვს სხვა ტიპებიც, სადაც მდგომარეობა ცოტა უფრო შეზღუდულია. გვაქვს ისეთი ტიპებიც, რომლებიც ძალიან ძლიერია და ძალიან კარგია და მათი მარაგი შეუზღუდავია. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ იარაღის მარაგების შევსება აუცილებელია, რათა ქვეყანა მზად იყოს შესაძლო ახალი კონფლიქტებისთვის.
„ჩვენ მეტი უნდა გვქონდეს. შეიძლება, სხვა რამეც მოხდეს, შეიძლება მოხდეს და შეიძლება – არა. იმედი მაქვს, სხვა არაფერი მოხდება. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. ფაქტობრივად უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.