დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ თქვა, რომ ფიქრობს, ომი დიდხანს გაგრძელდება, უმჯობესია, ამაში მართალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ რუსეთთან ომის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სავარაუდოდ, დღეს „ესოშიეთიდ პრესთან“ გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ ფიქრობს, ომი დიდხანს გაგრძელდება და უმჯობესია, ამაში მართალი არ იყოს. მე მხოლოდ ამას ვამბობ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთი თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ემთხვევა მათ ხედვას, ტრამპმა უპასუხა, რომ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება და შეთანხმება უნდა დაიდოს რუსეთთან და უკრაინასთან.
„შესაძლოა, ახლა ვიღაცას არ სურს გარიგების დადება და თუ ვიღაცას არ სურს გარიგების დადება, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანი დიდხანს ვერ იარსებებს. ამ ადამიანს დიდხანს არ მოუსმენენ, რადგან მე მჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება. მე მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს ნამდვილად სურს გარიგების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.