დონალდ ტრამპი - ყველა ქვეყანა, რომელიც ირანთან აკეთებს ბიზნესს, გადაიხდის 25-პროცენტიან ტარიფს ამერიკასთან ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობისას
დონალდ ტრამპი - ყველა ქვეყანა, რომელიც ირანთან აკეთებს ბიზნესს, გადაიხდის 25-პროცენტიან ტარიფს ამერიკასთან ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობისას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ირანთან, აშშ-თან ნებისმიერი სახის ეკონომიკური თანამშრომლობისას 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება.

„აღნიშნული წუთიდან ძალაში შედის შემდეგი: ყველა ქვეყანა, რომელიც ირანთან აკეთებს ბიზნესს, გადაიხდის 25-პროცენტიან ტარიფს ამერიკასთან ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობისას. ეს განკარგულება საბოლოოა და შეუცვლელია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.