დონალდ ტრამპი - ყოველი გასროლა, რომელსაც ჰუსიტები განახორციელებენ, განხილული იქნება, როგორც გასროლა ირანის იარაღიდან, ირანი იქნება პასუხისმგებელი და მოიმკის საშინელ შედეგებს
დონალდ ტრამპი - ყოველი გასროლა, რომელსაც ჰუსიტები განახორციელებენ, განხილული იქნება, როგორც გასროლა ირანის იარაღიდან, ირანი იქნება პასუხისმგებელი და მოიმკის საშინელ შედეგებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ირანს „საშინელ შედეგებს“ ჰპირდება, თუ ჰუსიტები აშშ-ის გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.

„ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას ან შურისძიებას ჰუსიტების მხრიდან დიდი ძალა დახვდება და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ეს ძალა აქ გაჩერდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანი ჰუსიტებს ამარაგებს ფულითა და იარაღით.

„ყოველი გასროლა, რომელსაც ჰუსიტები განახორციელებენ, ამ მომენტიდან განხილული იქნება, როგორც გასროლა, რომელიც ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობით განხორციელდა. ირანი იქნება პასუხისმგებელი და მოიმკის შედეგებს, ეს შედეგები საშინელი იქნება“, – წერს ტრამპი.