დონალდ ტრამპი – ყალბი მედია ჩვენ ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიციური პარტიაა
U.S. President Donald Trump waves prior to departing on a trip to Wisconsin from the White House in Washington, U.S., October 24, 2018. REUTERS/Cathal McNaughton
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყალბი მედია აშშ-ში ოპოზიციური პარტია და ხალხის მტერია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ყალბი მედია ჩვენ ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიციური პარტიაა. ის ნამდვილად ხალხის მტერია. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ჟურნალისტიკას პატიოსნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.