დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, მას შეთანხმების მიღწევა სურს და თუ ზელენსკისაც სურს, ძალიან კარგი იქნება

23:32, 09.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა და რომ რუსეთის ლიდერს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა სურს.

„შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების მიღწევა სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების მიღწევა, ეს ძალიან კარგი იქნება. საქმე ორ ადამიანშია, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. ვფიქრობ, ყველაფერზე მეტად პრობლემა ისაა, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი სძულთ. მაგრამ მე ადამიანებს ვესაუბრები. მთელი ცხოვრება სწორედ ამას ვაკეთებ. მე შეთანხმებების მიღწევა ვიცი და ეს ორი ადამიანი ბრძოლით დაიღალა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს შესაძლოა, მოხდეს“.

ტრამპი პუტინს ტელეფონით 8 სექტემბერს ესაუბრა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევში დიპლომატიური ვიზიტიდან დაბრუნდნენ.

მსგავსი