დონალდ ტრამპი - „უოლ სთრით ჯორნალმა“, ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა და არაზუსტმა „სარედაქციო საბჭომ“, განაცხადა, რომ „ირანში გამარჯვება ნაადრევად გამოვაცხადე“, მოუწევს საკუთარი სიტყვების უკან წაღება
ჩემი წყალობით ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ძალიან სწრაფად ნახავთ, როგორ დაიწყებს ნავთობი დინებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„„უოლ სთრით ჯორნალმა“, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა და არაზუსტმა „სარედაქციო საბჭომ“, განაცხადა, რომ მე „ირანში გამარჯვება ნაადრევად გამოვაცხადე“. სინამდვილეში, ეს გამარჯვებაა და ამაში არაფერია „ნაადრევი“! ჩემი წყალობით ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ძალიან სწრაფად ნახავთ, როგორ დაიწყებს ნავთობი დინებას, ირანის დახმარებით თუ მის გარეშე, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. „უოლ სთრით ჯორნალს“, როგორც ყოველთვის, მოუწევს საკუთარი სიტყვების უკან წაღება. ისინი ყოველთვის სწრაფად აკრიტიკებენ, მაგრამ არასდროს აღიარებენ, როცა ცდებიან, რაც მათ შემთხვევაში უმეტესად ხდება!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.