დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ გაერთიანებული შტაბების მეთაური დენიელ კეინი ირანთან სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია
დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ გაერთიანებული შტაბების მეთაური დენიელ კეინი ირანთან სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენიელ კეინი ირანთან სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია „სრულიად მცდარია“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, გენერალ კეინს, „ისევე, როგორც ყველას“, ომი არ სურს, თუმცა თუ მიღებული იქნება სამხედრო გადაწყვეტილება, ის დარწმუნებულია, რომ ადვილად გაიმარჯვებენ.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კეინი ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დატყმას.

„მე ვარ ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. მირჩევნია შეთანხმება, მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ეს ძალიან ცუდი დღე იქნება ამ ქვეყნისთვის“, – წერს ტრამპი.

​​​​​​​​​​ცნობისთვის, გამოცემა „აქსიოსი“ წერდა, რომ გენერალი კეინი დონალდ ტრამპსა და სხვა ოფიციალურ პირებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი რისკების შესახებ აფრთხილებდა.