დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა კორონავირუსის საფრთხის შესახებ მისი ადმინისტრაცია იანვარში გააფრთხილეს
დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა კორონავირუსის საფრთხის შესახებ მისი ადმინისტრაცია იანვარში გააფრთხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა კორონავირუსის საფრთხის შესახებ მისი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილეს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, დაზვერვის სამსახურმა კორონავირუსის საკითხი მხოლოდ იანვრის ბოლოს წამოაყენა, რასაც მალევე მის მიერ ჩინეთიდან ფრენებზე აკრძალვის დაწესება მოჰყვა.

აშშ-ის პრეზიდენტი მედიას კვლავ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს.

„დაზვერვამ ახლახან შემატყობინა, რომ მართალი ვიყავი, რომ მათ არ წამოუყენებიათ კორონავირუსის საკითხი იანვრის ბოლომდე, ჩინეთიდან აშშ-ში ფრენების ჩემს მიერ აკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე პერიოდამდე. ამას გარდა, ისინი ვირუსის შესახებ საუბრობდნენ ძალიან არასაშიშ ფორმაში… ყალბი ახალი ამბები, როგორც ყოველთვის, შეცდა. ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ჩინეთიდან აშშ-ში მიღებაზე ჩემს მიერ დაწესებული ადრეული აკრძალვით“, – წერს დონალდ ტრამპი.

ინფორმაცია აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორონავირუსის შესახებ ადრეულ გაფრთხილებასთან დაკავშირებით ამერიკულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, „ვაშინგტონ პოსტმა“ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს.