დონალდ ტრამპი - ტელეკომპანია „სიბიესი“ ჩინეთისა და კორონავირუსის პანდემიის დაცვისთვის ყველაფერს აკეთებს
დონალდ ტრამპი - ტელეკომპანია „სიბიესი“ ჩინეთისა და კორონავირუსის პანდემიის დაცვისთვის ყველაფერს აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სიბიესს“ აკრიტიკებს. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის ლიდერი წერს, ტელეკომპანია ჩინეთისა და კორონავირუსის პანდემიის გამართლებისთვის ყველაფერს აკეთებს.

სიბიესი“ და მისი გადაცემა „60 წუთი“ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც დღეს გაცილებით მცირეა, ვიდრე წარსულში, რათა დაიცვან ჩინეთი და საშინელი ვირუსის პანდემია, რომელიც აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს მოედო. ვვარაუდობ, რომ მათ ჩინეთში ბიზნესის კეთება სურთ“, – წერს დონალდ ტრამპი.