დონალდ ტრამპი - სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ საბაჟო გადასახადებს ჩვენ წინააღმდეგ, ახლა ჩვენი რიგია, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, რასაც სხვა ქვეყნები დაგვაკისრებენ, იმას დავაკისრებთ
დონალდ ტრამპი - სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ საბაჟო გადასახადებს ჩვენ წინააღმდეგ, ახლა ჩვენი რიგია, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, რასაც სხვა ქვეყნები დაგვაკისრებენ, იმას დავაკისრებთ

2 აპრილს ამოქმედდება ურთიერთსაპასუხო საბაჟო გადასახადები და რა საბაჟოსაც სხვა ქვეყნები დაგვაკისრებენ, ჩვენც იმას დავაკისრებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ თქვენ არ ამზადებთ თქვენს პროდუქტს აშშ-ში, ჩემი ადმინისტრაციის დროს გადაიხდით საბაჟო გადასახადს, ზოგჯერ – საკმაოდ დიდს. სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ საბაჟო გადასახადებს ჩვენ წინააღმდეგ და ახლა ჩვენი რიგია, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ევროკავშირი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა და კანადა – გაგიგიათ მათზე? – და უამრავი სხვა ქვეყანა გვაკისრებს გაცილებით მაღალ საბაჟო გადასახადებს, ვიდრე ჩვენ მათ. ეს უსამართლოა. ინდოეთი გვაკისრებს აშშ-ის ავტომობილებზე 100 პროცენტზე მაღალ საბაჟო გადასახადს. ჩინეთის საშუალო საბაჟო გადასახადი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მაღალია, ვიდრე ჩვენი – მის პროდუქტებზე. სამხრეთ კორეის საშუალო საბაჟო გადასახადი კი ოთხჯერ მაღალია. წარმოიდგინეთ, ოთხჯერ მაღალი. ჩვენ მაინც ვეხმარებით სამხედრო და სხვა მრავალ სფეროში სამხრეთ კორეას. ეს ასეა. ეს ხდება მეგობრებისა და მტრების მიერ. ეს სისტემა არ არის სამართლიანი აშშ-ის მიმართ და არასოდეს ყოფილა. ამიტომ 2 აპრილს, მე მსურდა, პირველი აპრილი ყოფილიყო, მაგრამ არ მინდოდა, საპირველაპრილო ხუმრობის მიზეზი გავმხდარიყავი, 2 აპრილს ამოქმედდება ურთიერთსაპასუხო საბაჟო გადასახადები და რა ბაჟსაც სხვა ქვეყნები დაგვაკისრებენ, ჩვენც იმას დავაკისრებთ. ეს იქნება ურთიერთსაპასუხო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, რასაც აშშ-ს აკისრებენ, იმავეს დააკისრებენ საპასუხოდ.

„თუ გამოიყენებენ არაფულად საბაჟო გადასახადებს ჩვენი ბაზრიდან გამოსაძევებლად, მაშინ ჩვენც გამოვიყენებთ არაფულად ბარიერებს მათი ჩვენი ბაზრიდან გასაძევებლად. ბევრი ამგვარი რამ არსებობს. ისინი საერთოდ არ გვიშვებენ თავიანთ ბაზარზე. ჩვენ მივიღებთ ტრილიონობით დოლარს და შევქმნით იმდენ სამუშაო ადგილებს, რაც არასოდეს გვქონია. მე ასე გავაკეთე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან და ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი შეეძლო გაეკეთებინა, რადგან ეს იმდენად დიდი ფული იყო, მათ არაფერი არ შეეძლოთ გაეკეთებინათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.