დონალდ ტრამპი - სირიის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ
დონალდ ტრამპი - სირიის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი და ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის ქმედებაზე გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული.

„ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ვნახოთ, რა იქნება. არსებულ ვითარებას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩვენ სრულად გავანეიტრალეთ „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ გადაწყვეტილებები კიდევ უნდა მივიღოთ და ეს მალე მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რუსეთი უნდა მოემზადოს აშშ-ის მხრიდან სირიაზე სარაკეტო დარტყმებისთვის.