დონალდ ტრამპი - „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები ყალბია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები ყალბია. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„მე დავიქირავე ძალიან პატივსაცემი კვლევითი ორგანიზაცია „მაქლაკლინი“, რათა მათ გაეანალიზებინათ „სიენენის“ (და სხვების) მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვების შედეგები. პირადად მე ვგრძნობდი, რომ ეს შედეგები ყალბია, განსაკუთრებით იმ ენთუზიაზმის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს იგივეა, რაც მათ და სხვებმა გააკეთეს მაშინ, როდესაც ჩვენ დავამარცხეთ თაღლითი ჰილარი კლინტონი. ამას ეძახიან „ზეწოლა გამოკითხვას“ და მათ ატარებენ ენთუზიაზმის ჩასახშობად. სამ წელიწადნახევრიანი კუდიანებზე ნადირობს მიუხედავად, ჩვენ ვიმარჯვებთ და ამას დავასრულებთ 3 ნოემბერს“, – წერს ტრამპი.
თავის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა თან დაურთო „მაქლაკლინის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია ტელეკომპანია „სიენენის“, „ეიბისისა“ და „ენბისის“ გამოკითხვები. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ამ გამოკითხვებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც პოტენციური ამომრჩევლები არ არიან. ექსპერტების მოსაზრებით, სწორედ ამის გამო აღმოჩნდა რესპუბლიკელების რეიტინგი დაბალი.
მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ეიბისიმ“ გაავრცელეს გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენი 10 პუნქტით უსწრებს დონალდ ტრამპს.