დონალდ ტრამპი სენატს მიმართავს, ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებები არ შეუზღუდოს
დონალდ ტრამპი სენატს მიმართავს, ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებები არ შეუზღუდოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატს მიმართავს თხოვნით, არ შეუზღუდოს სამხედრო უფლებამოსილებები ირანთან დაკავშირებით. შესაბამის მიმართვას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატმა არ მისცეს ხმა ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას. ჩვენ ირანთან მიმართებით კარგად გვაქვს საქმე და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის. ამერიკელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ტერორისტ სოლეიმანიზე თავდასხმას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

იანვრის დასაწყიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტს ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესში აშშ-ის მიერ ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისა და ამერიკულ ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ დარეგისტრირდა.