დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ამერიკული ბომბები იემენის ომში
დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ამერიკული ბომბები იემენის ომში

საუდის არაბეთმა არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს ამერიკული ბომბები იემენის ომში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios on HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მიერ 9 აგვისტოს, იემენში ავტობუსის დაბომბვას დონალდ ტრამპმა „საშინელი ტრაგედია“ უწოდა. დაბომბვას მაშინ 51 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დაბომბვაში ამერიკელები არ მონაწილეობდნენ.

„ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ჩვენი ხალხი მსოფლიოში საუკეთესო ოპერატორები არიან. ეს გააკეთა ხალხმა, რომელმაც იარაღის გამოყენება არ იცის, რაც საშინელებაა“, – თქვა ტრამპმა.

იემენში 2014 წელს დაწყებულ ომს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არაბული კოალიცია ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.