დონალდ ტრამპი - საშინელებაა, რაც ღაზაში ხდება, აშშ-მა გამოყო 60 მილიონი დოლარის დახმარება საკვების შესაძენად, სირცხვილია, რადგან ვერ ვხედავ შედეგებს
დონალდ ტრამპი - საშინელებაა, რაც ღაზაში ხდება, აშშ-მა გამოყო 60 მილიონი დოლარის დახმარება საკვების შესაძენად, სირცხვილია, რადგან ვერ ვხედავ შედეგებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ღაზაში არსებული ჰუმანიტალური მდგომარეობა.

„საშინელებაა, რაც იქ ხდება. საშინელი რამაა“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ტრამპა განმარტა, აშშ-მა რამდენიმე კვირის წინ ღაზის სექტორისთვის 60 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოყო საკვების შესაძენად.

„სირცხვილია, რადგან ვერ ვხედავ შედეგებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული დახმარება გადაეცა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც, თეორიულად, აკონტროლობენ განაწილების პროცესს.

„პრობლემის ნაწილია ის, რომ „ჰამასი“ იღებს ფულს და იღებს საკვებს. გვინდოდა, ისრაელს ეზრუნა ამაზე“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.