დონალდ ტრამპი - სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრა გვაქვს, მე არ ვაპირებ წასვლას, სამხრეთ აფრიკა „დიდ ოცეულშიც“ კი არ უნდა იყოს, მე იქ ჩვენს ქვეყანას არ წარმოვადგენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა აღარ უნდა იყოს „დიდი ოცეულის“ წევრი.
მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ არ დაესწრება მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს.
„თაობების განმავლობაში მაიამი თავშესაფარი იყო მათთვის, ვინც სამხრეთ აფრიკაში კომუნისტურ ტირანიას გაურბოდა. სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ შეხვედრა გვაქვს, მე არ ვაპირებ წასვლას. სამხრეთ აფრიკა „დიდ ოცეულშიც“ კი არ უნდა იყოს, რადგან ის, რაც იქ მოხდა, ცუდია. მე არ მივდივარ, ვუთხარი მათ, რომ არ მივდივარ. მე იქ ჩვენს ქვეყანას არ წარმოვადგენ. ის იქ არ უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.
„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტს, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება. სამიტი 22-23 ნოემბერს გაიმართება.