დონალდ ტრამპი – საფრანგეთში რაც ხდება, იმიგრაციის შედეგია, მაკრონს წლების წინ ვუთხარი, საზღვრები ჩაეკეტა, ქვეყანა გაანადგურეს და მისი აღდგენა რთული იქნება

01:36, 20.10.2026

საფრანგეთი გაანადგურეს და ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.

მისი თქმით, რაც საფრანგეთში ხდება, იმიგრაციის შედეგია.

„საფრანგეთში ძალიან სამწუხარო ვითარებაა. ის, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, იმიგრაციას უკავშირდება და არა სკოლებს ან სხვა რამეს. ეს იმიგრაციის შედეგია. პრეზიდენტ მაკრონს ვუთხარი, რომ საზღვრები ჩაეკეტა. ეს მას პირველად წლების წინ, ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შეხვედრისას ვუთხარი. საზღვრები ჩაკეტე, თორემ პრობლემების მეტი არაფერი გექნება-მეთქი. ახლა კი უამრავი პრობლემა აქვთ. მათ ქვეყანაში შეუშვეს ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა არ უყვართ. არ უყვართ მათი შენობები და ხელოვნებაც კი. მაკრონთან პირველი შეხვედრისას ვუთხარი: „საზღვრები უნდა ჩაკეტო, თორემ ქვეყანას გაანადგურებ“. მათ ქვეყანა მართლაც გაანადგურეს. ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, საფრანგეთი ამ კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი