დონალდ ტრამპი საარჩევნო შეხვედრებს ორ კვირაში განაახლებს
დონალდ ტრამპი საარჩევნო შეხვედრებს ორ კვირაში განაახლებს

დონალდ ტრამპი საარჩევნო შეხვედრებს ორ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შტაბში განაცხადეს. პანდემიის გამო ტრამპი მხარდამჭერებს 2 მარტის შემდეგ არ შეხვედრია.

სად და როდის გაიმართება პირველი შეხვედრა, ჯერ უცნობია. ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც კანდიდატის მხარდასაჭერ შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს მოუწევთ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.