დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საუბარი ამჟამად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საუბარი არ არის, თუმცა მომავალში ამის შესაძლებლობა დაუშვა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, ტრამპმა უარით უპასუხა.
„არა, ჯერჯერობით სანქციებს არავინ ხსნის. ვფიქრობ, ოდესმე ჩვენ ამას განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით არა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.