დონალდ ტრამპი - რუსეთი ვენესუელიდან უნდა გავიდეს
დონალდ ტრამპი - რუსეთი ვენესუელიდან უნდა გავიდეს

რუსეთი ვენესუელიდან უნდა გავიდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მეუღლესთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ დაატოვებინებს რუსეთს ვენესუელას, ტრამპმა უპასუხა „ვნახავთ. ყველა ვარიანტი ღიაა“.

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც, რომელმაც რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა. მაიკ პენსის განცხადებით, ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლა არასასურველი პროვოკაციაა.

23 მარტს ვენესუელაში ორი რუსული თვითმფრინავით 100 ჯარისკაცი და ტვირთი ჩავიდა.

დატოვე კომენტარი