დონალდ ტრამპი - როდესაც შემიძლია, სიმართლეს ვამბობ
დონალდ ტრამპი - როდესაც შემიძლია, სიმართლეს ვამბობ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია ABC – სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველთვის სურს სიმართლის თქმა და ამის გაკეთებას სულ ცდილობს.

ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, ჯონათან კარლმა პრეზიდენტს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება შეახსენა. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ არასდროს მოიტყუებდა .

პრეზიდენტის პასუხი ჟურნალისტის შეხსენებაზე ასეთი იყო: „ვცდილობ. ყოველთვის მინდა სიმართლის თქმა, როდესაც შემიძლია, ვამბობ კიდეც“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.