დონალდ ტრამპი – როდესაც ობამა და ბაიდენი ჩავანაცვლეთ, სამხედრო ძალები სასაცილო მდგომარეობაში იყო

22:43, 12.06.2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში მის მისვლამდე, აშშ-ის სამხედრო ძალები სრულად გამოფიტული იყო.

„როდესაც ჩვენ ობამა და ბაიდენი ჩავანაცვლეთ, სამხედრო ძალები სასაცილო მდგომარეობაში იყო, სამხედრო ძალები იყო სრულიად გამოფიტული. მათ 50-60 წლის თვითმფრინავები და გატეხილი აღჭურვილობა ჰქონდათ, ჩვენ სამხედროებს არ ჰქონდათ ტყვიები, ჩვენ ტყვიები არ გვქონდა. ახლა კი, ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები, რაც კი ოდესმე გვყოლია“, – აღნიშნა ტრამპმა.

სამხედრო ძალებთან ერთად, ტრამპმა კოსმოსურ ძალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დანაყოფის შექმნით მან ის გააკეთა, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში სხვამ ვერავინ შეძლო და მომავალი სწორედ კოსმოსშია.

მსგავსი