დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკული ჯარების „ნელ და კოორდინირებულ“ გასვლაზე ვესაუბრე
დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკული ჯარების „ნელ და კოორდინირებულ“ გასვლაზე ვესაუბრე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკული ჯარების „ნელ და კოორდინირებულ“ გასვლაზე ესაუბრა.

„ვისაუბრეთ „ისლამურ სახელმწიფოზე“, სირიაში ჩვენს ორმხრივ ჩართულობაზე და სირიიდან ამერიკის ჯარების ნელ და კოორდინირებულ გამოსვლაზე. ბევრი წლის შემდეგ, ისინი სახლში მიდიან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვაჭრობაზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბარზე განცხადებას ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, სადაც ნათქვამია, რომ სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოქმნის პრევენციისთვის, მხარეები კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის ბრძოლასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ნებისმიერი სახის დახმარების აღმოსაჩენად.