დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ სირიაში ოპერაციის შეწყვეტით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება

22:23, 17.10.2019

თურქეთთან სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპი მადლობას უხდის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა​, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი