დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სირიელი ქურთები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მზად არიან
დონალდ ტრამპი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სირიელი ქურთები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მზად არიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სირიელი ქურთები მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება არც ერთ მხარეს არ სურდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.

„მე ვუთხარი – გააფორმეთ შეთანხმება ქურთებთან, მიაღწიეთ მშვიდობას. ერდოღანს ამის გაკეთება არ სურდა. არც ქურთებს სურდათ. საბოლოო ჯამში, მათ მოაწყვეს ე.წ. უსაფრთხოების ზონა რამდენიმე თვის წინ და მათ დაიწყეს ომი. ვითარება ძალიან არასასიამოვნო გახდა და სხვა ქვეყნებიც ჩაერივნენ. ახლა მე ვამბობ, გააფორმეთ შეთანხმება. ისინი კი მპასუხობენ – კარგი, ჩვენ გავაფორმებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. უსაფრთხოების ზონის შექმნა თურქეთს სირიელი დევნილების დასაბრუნებლად სურს.

დატოვე კომენტარი