დონალდ ტრამპი – პუტინი ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება

22:18, 27.08.2026

თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე, აიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდებულება, რომ ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.

„მე მასთან კარგი საუბრები მქონდა და ის ნატო-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, გააფრთხილა თუ არა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა რუსეთი, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ განეხორციელებინა.

„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ისინი თავს არ დაესხმებიან“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი