დონალდ ტრამპი - პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა ადამიანები გააერთიანა, მოდით, გავაგრძელოთ თანამშრომლობის სულისკვეთებით, რამაც მოგვიყვანა ამ ისტორიულ მიღწევამდე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა ადამიანები გააერთიანა. ამის შესახებ მან შარმ ელ-შეიხში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა ადამიანები გააერთიანა, იმის ნაცვლად, რომ დაეშორებინა ისინი ერთმანეთს და საშუალება მოგვცა, განვაცხადოთ, რომ ჩვენი მომავალი აღარ იქნება წარსული თაობების ბრძოლებით ნაკარნახევი, რაც სისულელეა. ასე რომ, მოდით, ერთად გავაგრძელოთ თანამშრომლობისა და კეთილი ნების სულისკვეთებით, რამაც საბოლოოდ მოგვიყვანა ამ წარმოუდგენელ, ისტორიულ მიღწევამდე“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას აქვს პოტენციალი, იყოს უდიდესი.
„ეს ყველაფერი დროის მცირე მონაკვეთში მოხდა. უდიდესი შეთანხმებები უბრალოდ თავისით ხდება და სწორედ ეს მოხდა აქ. და შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე დიდი შეთანხმება მათ შორის“, – თქვა ტრამპმა.