დონალდ ტრამპი – მტკიცება, რომ „ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს“, სიცრუეა, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, ასევე, „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“, „უკრაინა, უკრაინა, უკრაინა“, ეს რადიკალი მემარცხენე დემოკრატების ნამუშევარია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან, გლობალურ დათბობასთან, რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც მისი იმპიჩმენტის პროცედურები, „რადიკალი მემარცხენე დემოკრატების“ მიერ გავრცელებული სიცრუეა.
„მტკიცება, რომ „ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს“, არის სიცრუე, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის უკვე ყველა მკვდარი უნდა ვყოფილიყავით; ასევე, „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“, „უკრაინა, უკრაინა, უკრაინა“, ან იმპიჩმენტის პირველი და მეორე ტყუილი. ეს ყველაფერი რადიკალი მემარცხენე დემოკრატების ნამუშევარია, რომლებიც არასდროს ნებდებიან, თუმცა იშვიათად იმარჯვებენ. იმედი მაქვს, ამომრჩევლებს თვალი უკვე აეხილათ!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.