დონალდ ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება - სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით, შევეცდებით, ეს შევაჩეროთ
დონალდ ტრამპი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება - სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით, შევეცდებით, ეს შევაჩეროთ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

„ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. შევეცდებით ეს შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას პრესკონფერენციის დროს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.