დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მომავალში და ჩვენ გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მომავალში და ჩვენ გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს.

„მინდა, შეხვედრა მქონდეს. მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მომავალში და ჩვენ გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს. თქვენ ამაში დაგვეხმარებით“, – განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კორეის ლიდერთან, ლი ჯე მიუნგთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ლი ჯე მიუნგის მიდგომა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა ლიდერი, რომლებთანაც ურთიერთობა მქონია, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სათანადოდ არ უდგებოდნენ საკითხს, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი მიდგომა გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა ტრამპმა.