დონალდ ტრამპი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ჩავიდა
დონალდ ტრამპი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ჩავიდა. პრეზიდენტი მადლიერების დღესასწაულს ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად გაატარებს.

დონალდ ტრამპი ავღანეთში პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ჩავიდა. ეს ავღანეთში დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტია.

დღეისათვის ავღანეთში 12 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.