დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ იცოდა, შშ საუდის არაბეთის მტკიცე პარტნიორი იქნება 
დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ იცოდა, შშ საუდის არაბეთის მტკიცე პარტნიორი იქნება 

აშშ საუდის არაბეთის მტკიცე პარტნიორი იქნება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ იცოდა. აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერ-რიადთან სამხედრო კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებს. ამასთან, განმარტებულია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებს კიდევ შეისწავლის. ისინი ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ დაგეგმა The Washington Post-ის ჟურნალისტის მკვლელობა.

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურები არსებულ ინფორმაციას დეტალურად სწავლობენ და აფასებენ. შესაძლოა, საუდის არაბეთის პრინცმა მკვლელობის შესახებ იცოდა, თუმცა შეიძლება არ იცოდა“,- აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ წინ The Washinton Post-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სააგენტოს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.
გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა მოისმინეს სატელეფონო ჩანაწერი, როგორ ესაუბრება ხაშოგი პრინცის ძმას, ჰალიდ ბინ სალმანს, რომელიც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩია.

ჰალიდმა ჯამალ ხაშოგს უთხრა, რომ ქორწინების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა მისულიყო სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში, სადაც დოკუმენტებს მიიღებდა. ის ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. The Washington Post-ს არ აქვს ინფორმაცია, იცოდა თუ არა ჰალიდმა ჟურნალისტის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ზარი ხაშოგთან ძმის ბრძანებით განახორციელა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.

დატოვე კომენტარი